Tuesday, May 11, 2010

მუსიკალური სტილი


მთავარი თემა:,,უფროსი და მოზარდი თაობის დამოკიდებულება მუსიკალური სტილებისადმი, რომელი სტილის მუსიკა მოსწონთ და რატომ“

 მნიშვნელობა/აქტუალობა:პროექტი აქტუალურია იმით, რომ მოსწავლეები ჩაატარებენ კვლევას უფროს და თანატოლი ასაკის მოსწავლეებში თუ რომელი სტილის მუსიკა არის მათთვის მისაღები და საინტერესო: ხალხური, კლასიკური თუ თანამედროვე ესტრადა, ასევე განმარტავენ რატომ მოსწონთ ესა თუ ის სტილი . რადგან მუსიკა სულის საზრდოა, ჩაატარებენ კვლევას, ეხმარებათ თუ არა  თითეულ მათგანს მუსიკა ცხოვრებისეული პრობლემების დაძლევაში, გრძნობენ თუ არა მუსიკის ძალას და მნიშვნელობას.

მიზნები და შედეგები:

პროექტის მიზანია კვლევის უნარ_ჩვევების განვითარება.შედეგად მივიღებ:

VIII.6. მოსწავლე ყურს უგდებს განსხვავებულ აზრს;

   მუშაობს სხვებთან ერთად პრობლემების გადასაჭრელად.

    მონაწილეობს სამუშაო ფუნქციების და მოვალეობების განაწილებაში;

   აფასებს საკუთარ და სხვის მიერ გაწეულ სამუშაოს.

VIII.10. მოსწავლე ამზადებს მოხსენებას და წარუდგენს მას აუდიტორიას.

VIII.12. მოსწავლე საუბრობს იმ მახასიათებლების შესახებ, რომლის მიხედვითაც მოსწონს ესა თუ ის ნაწარმოები.

შეფასების საგანი და პროცედურები:

მოსწავლეთა წარმატებას დავადგენ იმის მიხედვით, თუ როგორ შეძლებენ მოსწავლეები ინფორმაციების შეგროვებას, რამდენად იქნებიან ორგანიზებულები.

მოსწავლეები შეფასდებიან თუ როგორ იმუშავებენ ჯგუფებში,როგორ გადაინაწილებენ ფუნქციებს. როგორ გამოიყენებენ ინტერნეტს,

ნამუშევარი შეფასდება მაღალი ქულით თუ ჯგუფი გამოიყენებს  ელექტრონულ ცხრილებს და დიაგრამებს,სწორად გადაანაწილებენ სამუშაოს და კარგად წარმოადგენენ საპრეზენტაციო პროგრამას, საშუალო ქულით შეფასდება ნაკლებად მოწესრიგებული ჯგუფი,რომელიც სათანადოდ ვერ მოახერხებს  დავალების შესრულებას, ნაკლებად ექნება გამოყენებული კომპიუტერი. დაბალი ქულით შეფასდება ჯგუფი, რომელიც სათანადოდ ვერ წარმოადგენს მიცემულ დავალებას, სათანადოდ არ იქნებიან  ჩართული კვლევაში და ვერ გამოიყენებენ კომპიუტერს.

რა ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები წინასწარ:მოსწავლეებმა, რომ  წარმატებით შეასრულონ პროექტის ამოცანები, თვითონ უნდა ქონდეთ გარკვეული წარმოდგენა ხალხურ, კლასიკურ და თანამედროვე მუსიკის ძალასა  და მნიშვნელობაზე. უნდა ფლობდნენ კომპიუტერთან მუშაობის უნარ–ჩვევებს, ამის შემდეგ   შეძლებენ გაარკვიონ უფროსებსა და თანატოლებში ვის როგორი მუსიკალური სტილი მოსწონს, მოსწავლეებმა უნდა დასვან სწორად შეკითხვები,  რაც შეიძლება მცირე დროის მონაკვეთში შეძლონ კვლევის ჩატარება და სასურველი პასუხების შეგროვება.

რა სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსია საჭირო:

კვლევის ჩასატარებლად საჭიროა კომპიუტერი, პროექტორი,აუდიო მაგნიტოფონი, დისკები, ვიდეო კამერა,სათანადო კითხვების მომზადება. ინტერნეტი,

www.Google.com

www.skola.edu.ge

სასწავლო პროექტის მსვლელობა:

პროექტის თემა შერჩეული მექნება გონებრივი იერიშის მეთოდით. კლასში შერჩეული იქნება საპროექტო ჯგუფები, სულ იქნება 5ჯგუფი, თითოეულ ჯგუფში 6 მოსწავლე, ჯგუფს ეყოლება ლიდერი, თითოეულ ჯგუფს ევალება მოძიებული ინფორმაციის გაცნობა. ლიდერები  ჩატარებულ კვლევებს წარმოადგენენ ცხრილების სახით პროექტორის საშუალებით, აკვირდებიან და იკვლევენ გამოკითხულთა რაოდენობის დაჯამებით თუ რომელ მუსიკას პროცენტულად  რა რაოდენობის მსმენელი ჰყავს უფროს თაობაში  და მათ თანატოლებში.

1ჯგუფი წარმოადგენს ჩატარებულ კვლევას და გაგვაცნობს თანატოლებში ხალხურ მუსიკას გამოკითხულთა რაოდენობიდან რამდენი პროცენტი უსმენს.

.2ჯგუფი გაგვაცნობს კვლევას, მათ თანატოლებში გამოკითხულთა რაოდენობიდან რამდენი მსმენელი ჰყავს პროცენტულად კლასიკურ მუსიკას.

3 ჯგუფი გაგვაცნობს კვლევას  მათ თანატოლებში გამოკითხულთა საერთო რაოდენობიდან,  პროცენტულად  რამდენი მსმენელი ჰყავს  თანამედროვე მუსიკას.

4.ჯგუფი გაგვაცნობს მათი მშობლების  ასაკობრივ ჯგუფში ჩატარებული კვლევის შედეგებს.თუ რომელი სტილის  მუსიკას უფრო უსმენენ:ხალხურს, კლასიკურს თუ თანამედროვე ესტრადას.დადგენილი იქნება გამოკითხულთა საერთო რაოდენობა და თითოეული სტილის მსმენელთა პროცენტული რაოდენობა.

5.ჯგუფი გაგვაცნობს უფროს თაობაში(ბებიების და ბაბუების ასაკი)თუ რომელ სტილს უფრო უსმენენ; ხალხურს, კლასიკურს თუ თანამედროვე ესტრადას. შედეგები პროცენტულად დაჯამდება. კვლევის შედეგებს პრეზენტაციაზე გაგვაცნობს თითოეული ჯგუფის ლიდერი. ჩატარებული კვლევების ცხრილების ჩვენება მოხდება პროექტორით.

 თითეული ჯგუფი  პრეზენტაციის ბოლოს კი მოგვასმენინებს მიცემული დავალებიდან გამომდინარე შესაბამის მუსიკას.

სასწავლო პროექტის მსვლელობის გეგმა:

მისალმება.

განწყობის შექმნა.

ინტერესის გაღვიძება გონებრივი იერიშის საშუალებით.

ორგანიზაციული საკითხები: მუსიკის როლი ჩვენს ცხოვრებაში.

დრო/ხანგრძლივობა: ერთი კვირა.

კატეგორია

კრიტერიუმები

შეფასება

მიღებული ქულა

 

 

მომზადების ეტაპი

მოუწესრიგებელია; არ არის გამოყენებული ისტ–ი.

1–3

 

მოუწესრიგებელია; ისტ–ი გამოყენებულია მცირე დოზით.

4–5

ისტ–ის გამოყენება ზოგჯერ შეუსაბამოა

6–7

კარგად არის ორგანიზებული. გამოყენებულია ელექტრონული ცხრილები და სქემები.

8–10

გუნდურ პროექტში მოსწავლეთა მუშაობის ეტაპი

ისტ–ი არ არის გამოყენებული, ან საერთოდ არ შეესაბამება დავალებას.

1–3

 

მოუწესრიგებელია; ისტ–ი გამოყენებულია მხოლოდ ერთი მოსწავლის მიერ, არ ჩანს სხვა მოსწავლეების ჩართულობა.

4–5

მოწესრიგებულია; ისტი_ს გამოყენება მრავალფეროვანია, ზოგჯერ შეუსაბამოა დავალებასთან.

6–7

კარგად არის ორგანიზებული. ჩან მოსწავლეების მიერ სამუშაოთა განაწილება.

8–10

პროექტის მუშაობის პროცესისა და შედეგების წარდგენის ეტაპი

ისტ–ი არ არის გამოყენებული ან საერთოდ არ შეესაბამება დავალებას.

1–3

 

მოუწესრიგებელია; ისტ–ი გამოყენებულია მცირე დოზით. არ აქვს საპრეზენტაციო ფორმა

4–5

მოწესრიგებულია; ისტ–ის გამოყენება ზოგჯერ შეუსაბამოა.

6–7

კარგად არის ორგანიზებული. გამოყენებულია საპრეზენტაციო პროგრამა.

8–10

                                                                                           ქულათა ჯამი

 

საბოლოო შეფასება

ქულათა ჯამი გაყოფილია 3–ზე